მსოფლიო
თბილისში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილისთვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხს სასამართლო განიხილავს
2012-11-27 13:30:34
ჩამოტვირთვა
ნინოშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.
პირველი კომენტარი გააკეთა მოკლული სოსო ჩიქობავას მეუღლემ, რომელიც აცხადებს, რომ აღნიშნული მკვლელობა შეკვეთილი იყო და ის გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.
მკვლელობა ნინოშვილის ქუჩაზე ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიასთან, 25 ნოემბერს მოხდა, სოსო ჩიქობავას ექვსი ტყვია ესროლეს, პოლიციამ მომხდარ კრიმინალურ შემთხვევაზე ნიკოლოზ ხუბაშვილი დააკავა.
კომენტარები