საზოგადოება
თბილისში პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი მოკლული იპოვეს
2012-11-24 13:33:29
ჩამოტვირთვა
თბილისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები – მოკლულის ვინაობა ცნობილია. ის ბიზნესმენი ავთანდილ ადუაშვილია.
არსებული ინფორმაციით, ადუაშვილი ხუდადოვის ქუჩაზე რამდენიმე სავაჭრო ობიექტს ფლობდა. მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია.
საპატრულო და კრიმინალური პოლიცია შემთხვევის ადგილზე მთელი ღამე მუშაობდა. ავთანდილ ადუაშვილის ცხედარი ზაზიაშვილის ქუჩაზე საკუთარ ავტომანქანაში მოკლული გუშინ საღამოს იპოვეს.
გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ სროლის ხმა არ გაუგიათ.
კომენტარები