0 0 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

კრწანისში უბედურ შემთხვევას წვევამდელის სიცოცხლე ემსხვერპლა

ჩამოტვირთვა

დღეს, კრწანისის სასწავლო ცენტრში უბედური შემთხვევა მოხდა. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, რიგითი მამედ გულუევი გარდაიცვალა. დღის 12.00 საათისთვის, წვევამდელი გულუევი პოლიგონზე სამსახურეობრივ შემოვლას აწარმოებდა, როდესაც მან საბრძოლო მასალა შენიშნა. წინასწარი მონაცემებით, ის ჭურვის დაშლას თვითნებურად შეეცადა. მის მიერ გამოჩენილი გაუფრთხილებლობის გამო ჭურვი მოქმედებაში მოვიდა და აფეთქდა. მამედ გულუევი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა და ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი მივიდა. გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. რიგითი გულუევი სამი თვეა, რაც საქართველოს შეიარაღებულ ჯარებში მსახურობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას უცხადებს დაღუპულის ოჯახს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები