მსოფლიო
გეგი ქელბაქიანს სასამართლომ 150-ათასლარიანი გირაო შეუფარდა
2012-11-23 18:35:05
ჩამოტვირთვა
გეგი ქელბაქიანს სასამართლომ 150-ათასლარიანი გირაო შეუფარდა. სამშენებლო კომპანია "ენ-სი-სის" ხელმძღვანელი წინასწარი დაკავების იზოლატორს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.
სასამართლომ არ გაითვალისწინა "ენ-სი-სის" ფინანსური დირექტორის არჩილ ჩოგოვაძის ადვოკატის შუამდგომლობა 100-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლების შესახებ და დაკავებულს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფადა.
შსს-მ ქელბაქიანის და არჩილ ჩოგოვაძის დაკავებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები გამოაქვეყნა. გამოძიების ვერსიით, მოწმე იმ სქემაზე საუბრობს, რომლითაც თანხების მითვისება და მათი უკანონო ლეგალიზაცია ხდებოდა.
ფიზიკური პირი გოჩა დარსაძე ყვება, რომ სამშენებლო კომპანია "ენ-სი-სი" სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს, რომელიც გარკვეული პროექტებისთვის იყო განკუთვნილი, მას საკუთარი აგარაკის მშენებლობისთვის ურიცხავდა.
გამოძიების ინფორმაციით, "ენ-სი-სის" მიერ 2009-12 წლებში გოჩა დარსაძისთვის და მისივე კონტროლის ქვეშ მყოფი ორგანიზაცია "გვირაბგამყვანისთვის" კონტრაქტის გარეშე სულ ჩარიცხულია 6 მილიონ 589 ათას 925 ლარი, საიდანაც "ენ-სი-სის" დირექტორმა გეგი ქელბაქიანმა და ფინანსურმა დირექტორმა უკან დაიბრუნეს 2 მილიონ 535 ათას 546 ლარი.
კომენტარები