საზოგადოება
მორიგი შეიარაღებული თავდასხმა თბილისში
2012-11-23 17:10:20
ჩამოტვირთვა
კიდევ ერთი ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს თბილისში. გვიან ღამით, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე "გალფის" სადგურს ერთი შეიარაღებული ნიღბიანი დაესხა თავს.
მძარცველმა იარაღის მუქარით სალაროდან თანხა გაიტაცა. მან ოპერატორების მიმართულებით გაისროლა, თუმცა არავინ დაშავებულა.
გატაცებული თანხის რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა. პოლიცია იმ ვიდეოფირს სწავლობს, რომელიც "გალფის" სათვალთვალო კამერამ გადაიღო.
კომენტარები