საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილი: დღეს ირაკლი 51 წლის გახდებოდა...
2012-11-19 17:39:23
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილს სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქზე, ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა „ მოდი წავიდეთ“ გააზიარა შემდეგი წარწერით:
2006 წლის 24 თებერვალს, ჩვენ დავკარგეთ ირაკლი ჩარკვიანი - დიდი ხელოვანი, გამორჩეული პიროვნება.
პირადად მე დავკარგე ძველი მეგობარი და სამაგალითო ადამიანი. ჩვენ ერთად გავიზარდეთ და არასოდეს დაგვიკარგავს ერთმანეთი იმ რთული პერიოდის დროსაც კი, რომელიც ყველამ ერთად გამოვიარეთ. ირაკლი ჩარკვიანმა ქართულ მუსიკაში შექმნა უნიკალური ნიშა. როგორც ნიჭიერი ადამიანი ის ვერასოდეს ვერ იქნებოდა ვერც კომფორმისტი და ვერც პასიური, ამიტომ ასეთი ადამიანების არსებობა ყველა ეპოქაში გადამწყვეტ როლს თამაშობს.
დღეს ირაკლი 51 წლის გახდებოდა...
კომენტარები