საზოგადოება
თელავივში მცხოვრები ქართველი ებრაელები ქალაქის დატოვებას ცდილობენ
2012-11-19 13:41:59
ჩამოტვირთვა
თელ-ავივში მცხოვრები ქართველი ებრაელები ქალაქის დატოვებას ცდილობენ. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ისრაელში მცხოვრებმა ქართველებმა განუცხადეს, დღითიდღე ისრაელში ვითარება იძაბება და თელ-ავივის დატოვებას ადგილობრივებიც აპირებენ.
"რაკეტებს თელ-ავივშიც ისვრიან. ხალხი პანიკაშია და ძალიან ბევრი ტოვებს აქაურობას. ჩემი თვალით ვნახე გუშინ, რაკეტა როგორ მოფრინავდა და ჰაერში როგორ ააფეთქეს ჯარისკაცებმა. ქალაქში ყველა მიწისქვეშა ბუნკერი ღიაა. "ჰამასი" ამბობს, რომ ეს დასაწყისია და კიდე უარესი იქნებაო. მთავარია, გზები არ ჩაიკეტოს. სირენის ხმას რომ ვიგებთ, გიჟებს ვგავართ. როგორც ვიცით, 75 ათასი ჯარიაკაცი უკვე გააზავნეს ღაზას სექტორის საზღვართან. არ მგონია, რომ მოილაპარაკონ და შალომი უთხრან ერთმანეთს, ვინაიდან ისრაელმა 5 დღის წინ "ჰამასის" ტერორისტი ააფეთქა",-განაცხადა ისრაელში მცხოვრებმა ქართველმა, რომელიც იქ სამუშაოდ იმყოფება.
კომენტარები