მსოფლიო
გიორგი ფოჩხუას ოჯახი პროკურატურაში განცხადებას შეიტანს
2012-11-19 13:40:34
ჩამოტვირთვა
მსახიობ გიორგი ფოჩხუას ოჯახი დღეს საქართველოს პროკურატურაში საქმის ხელმეორედ გამოძიების მოთხოვნით განცხადებას შეიტანს. ამის შესახებ მოკლულის დამ, მომღერალმა ელენე ფოჩხუამ საინფორმაციო სააგენტო "ფრონტ ნიუსში" განაცხადა.
მისი თქმით, მკვლელობის ბევრი დეტალი გაურკვეველია, რის გამოც ფოჩხუების ოჯახი საქართველოს მთავარ პროკურორს საქმის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვს.
ზუგდიდის შალვა დადიანის დრამატული თეატრის რეჟისორი და მსახიობი გიორგი ფოჩხუა ანაკლიაში 14 ივლისს მოკლული იპოვეს.
სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბექა ცობეხია დააკავეს. ცობეხიასთან ერთად, დაკავებულია ნიკოლოზ ბაძაღუაც, რომელსაც გამოძიება დანაშაულის დაფარვისთვის ედავება.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.
კომენტარები