საზოგადოება
ქართველ მეზღვაურთა კიდევ ერთი ეკიპაჟი შველას ითხოვს
2012-11-17 15:03:37
ჩამოტვირთვა
ქართველ მეზღვაურთა კიდევ ერთი ეკიპაჟი შველას ითხოვს. ნიგერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ "მარია დელ კარმენ 2-ის" 12 ქართველი მეზღვაური სამი თვეა პანამის არხში პორტ ბალბოასტანის ნავსადგურიდან 5 კილომეტრის დაშორებით ზღავში რეიდზე იმყოფება.
მეზღვაურების განცხადებით, მხოლოდ სამი დღის საკვები დარჩათ, საწვავის უქონლობის გამო კი გემზე უკვე მეორე დღეა გამოირთო შუქი, არ მუშაობს მაცივარი, გენერატორები და შესაძლოა მალე მეზღვაურებმა გარე სამყაროსთან სატელეფონო კავშირის დამყარებაც ვეღარ შეძლონ.
ასეთ მდგომარეობაში ქართველი მეზღვაურები აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც ნიგერიელმა მეპატრონემ ძველი დაზიანებული გემი მიატოვა და უარი თქვა მის გარემონტებაზე.
გემთმფლობელს დაქირავებულ მეზღვაურებთან გაწყვეტილი აქვს ყოველგვარი კავშირი, მათთვის რამდენიმე თვის სახელფასო დავალიანებაც არ გაუსტუმრებია, უფულოდ დარჩენილი მეზღვაურები კი სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.
კომენტარები