0 0 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სატრანსპორტო კომპანიის მძღოლები გაფიცვას ისევ გეგმავენ

ჩამოტვირთვა

სატრანსპორტო კომპანიის მძღოლები თბილისის მერიას ახალ მოთხოვნებს უყენებენ და 18-პუნქტიან დოკუმენტს ავრცელებენ. ისინი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გათავისუფლებული მძღოლების სამსახურში აღდგენასა და გენერალური ინსპექციის მხრიდან კონტროლის შეწყვეტას მოითხოვენ. მერიასთან შუამდგომლობის თხოვნით, მძღოლებმა გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილს მიმართეს. პეტრიაშვილის თქმით, რეალური მოლაპარაკებები ხელფასების გაზრდის მოთხოვნასთან დაკავშირებით ამ დრომდე არ დაწყებულა. მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მძღოლები ხელახალ გაფიცვას გეგმავენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები