0 0 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გიორგი მარგველაშვილმა ახალი ინიციატივა წარმოადგინა

ჩამოტვირთვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას ახალი ინიციატივა გააცნო, რომელიც მეათე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეთა სკოლიდან გარიცხვას უკავშირდება. მისივე განმარტებით, სამინისტროს სურს მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რა მექანიზმები უნდა არსებობდეს იმისათვის, რომ მოსწავლის დისციპლინარული პრობლემები სკოლაშივე მოგვარდეს. მინისტრის განმარტებით, მოსწავლის დისციპლინის პრობლემები ფსიქოლოგიურ პრობლემებთან არის დაკავშირებული და ერთ–ერთ ალტერნატივად მარგველაშვილი ფსიქოლოგიური სამსახურის ფორმირებას ასახელებს. სამინისტრო მიმართავს საჯარო სკოლებს, მოსწავლეებს, მშობლებს, ფსიქოლოგებს და ექსპერტებს, ამ პრობლემის გადაწყვეტაში საკუთარი ხედვა ორი კვირის ვადაში წარმოადგინონ. მინისტრის განცხადებით, შესაბამის კანონში ცვლილებები კონსულტაციების დასრულების შემდეგ შევა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები