0 0 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სარჩელი გორელი ექიმების წინააღმდეგ

ჩამოტვირთვა

22 წლის თეონა კუპატაძის ოჯახი გორის რაიონული საავადმყოფოს ექიმებს უჩივის. მათი განცხადებით, პაციენტი ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებდა და ბრმა ნაწლავის ოპერაცია ანალიზების ჩატარების გარეშე გაუკეთდა. ბრალდებებს უარყოფენ ექიმები. მათი განმარტებით, თეონა კუპატაძეს მწვავე აპენდიციტი ჰისტოლოგიური კვლევის საფუძველზე დაუდგინდა. 22 წლის გოგონას ოპერაცია 14 ოქტომბერს გაუკეთდა. მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ იგი რაიონული საავადმყოფოდან სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ამ დროისათვის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. პაციენტის ახლობლები პროკურატურას საქმის შესწავლას სთხოვენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები