საზოგადოება
ყვითელი ავტობუსების მძღოლების გაფიცვა გრძელდება
2012-11-10 13:19:12
ჩამოტვირთვა
თბილისში ყვითელი ავტობუსების მძღოლების გაფიცვა გრძელდება. მესამე დღეა პროტესტის გამო ქალაქში არც ერთი ავტობუსი არ მოძრაობს.
მძღოლები თავდაპირველად ხელფასების გაორმაგებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე საუბრობდნენ, დღეს გაფიცულებმა მოთხოვნები შეცვალეს.
ისინი ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროს აკაკი ჯოხაძისა და ლევან კოპლატაძის გადადგომას მოითხოვენ. როგორც მძღოლები ამბობენ, მათი პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ ყველა მთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
კომენტარები