0 0 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბანკმა „რესპუბლიკამ“ მსოფლიო დაზოგვის დღე აღნიშნა

ჩამოტვირთვა

ბანკმა „რესპუბლიკამ“, ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი, მსოფლიო დაზოგვის დღე პირველად აღნიშნა. 1925 წლიდან დაზოგვის დღე ბევრ ქვეყანაში ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. დანაზოგების წახალისების მიზნით, ის სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება და ძირითადად ბავშვებისთვის, მოზარდებისა და მშობლებისთვისაა განკუთვნილი. ბანკმა სკოლის მოსწავლეები დიდი ხნის პარტნიორ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გიზო ჟორდანიას სპეკტაკლ „რევიზორზე“ დაპატიჟა. წარმოდგენის დაწყებამდე ბავშვებსა და მათს მშობლებს ბანკის წარმომადგენლებისგან მსოფლიო დაზოგვის დღის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. გარდ ამისა, სკოლის მოსწავლეებმა მსახიობებთან ერთად თეატრის საგრიმიორო და სარეკვიზიტო ოთახები დაათვალიერეს. „დღევანდელი ღონისძიება მსოფლიო დაზოგვის კვირეულის ფარგლებში იმართება. ამ დღეს გერმანიაში მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან აღნიშნავენ. პროექტის მიზანია ახალგაზრდებისა და მათი მშობლების ინფორმირება დაზოგვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. დღეს მათ დაურიგდებათ ბუკლეტები, საიდანაც მეტ ინფორმაციას მიიღებენ. საქართველოში ამ დღის აღსანიშნავად უკვე მეორედ ჩამოვედით.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები