მსოფლიო
„კანონიერი ქურდი" ვალერი ჯანაშია, მეტსახელად „ვალტერი" დააკავეს
2012-11-09 13:06:22
ჩამოტვირთვა
შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დანაშაულებრივი სამყაროს ავტორიტეტი ე.წ. „კანონიერი ქურდი" ვალერი ბორისის ძე ჯანაშია, მეტსახელად „ვალტერი" დააკავეს. პოლიციაში მიღებული იქნა ინფორმაცია, რომ 2012 წლის 26 ოქტომბერს აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოვიდა ვალერი ჯანაშია, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა. ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად 2012 წლის 8 ნოემბერს ქ. თბილისში მოხდა მისი დაკავება. ვალერი ჯანაშიას წინააღმდეგ აღიძრა საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. იგი ექვსჯერ ნასამართლევია. მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარები