მსოფლიო
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გონიო-სარფის მაგისტრალზე
2012-11-06 19:30:57
ჩამოტვირთვა
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გონიო-სარფის მაგისტრალზე. "ფოლკსვაგენის" მარკის მსუბუქი ავტომობილი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, ახალსოფლელი ლევან შარაძე დაიღუპა.
შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყოლია, ამიტომ დეტალები უცნობია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა და სამართალდამცველები.
ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ძიება, ავარიის გამომწვევ კონკრეტულ მიზეზებს სამართალდამცველები დაადგენენ.
კომენტარები