0 0 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

დავით დარახველიძე დევნილების ნაწილისთვის სისხლის სამართლის საქმის აღძვრას გეგმავს

ჩამოტვირთვა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძის განცხადებით, იმ დევნილების მიმართ, რომლებმაც სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო შებნობები კანონის დარღვევით დაიკავეს, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება. „საქართველოს მთავრობა და განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო შეწუხებულია დევნილთა ფაქტობრივი მძიმე მდგომარეობით, მაგრამ ამავე დროს შეშფოთებულია იმ მოვლენებით რომელსაც ადგილი აქვს. ამ შემთხვევებს ორგანიზებული და მართული ხასიათი აქვს. ფიქსირდებიან "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები, ყოფილი კოორდინატორები, რომლებიც ამ შეჭრებს მართავენ“,– განაცხადა დარახველიძემ. მისი თქმით, ოჯახებს, რომლებსაც არ ეკუთვნით საცხოვრებელი ფართი და შეიჭრნენ შნობაში, მოუწევთ დატოვონ აღნიშნული ტერიტორიები. „იმ ოჯახებს, რომლებსაც უკიდურესი გაჭირვება აქვთ სამინისტრო ალტერნატიულ ფართს სთავაზობს. ხოლო ვინც ჩემს მიერ გაჟღერებულ პროცედურებს არ დაემორჩილება მათ მიმართ სპეციალური ოპერატიული ღონისძიებები იქნება გამოყენებული“,– დასძინა ლტოლვილთა ახალმა მინისტრმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები