0 0 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

კახეთში სტიქიით მიყენებულ ზარალს ახალი მთავრობა შეისწავლის

ჩამოტვირთვა

კახეთში სტიქიით მიყენებულ ზარალს ახალი მთავრობა ხელახლა შეისწავლის, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა დავით ნარმანიამ განაცხადა. ნარმანიამ კახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის შედეგები დღეს პრესკონფერენციაზე შეაჯამა. მისი თქმით, სამუშაო ჯგუფმა კახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები თავად დაათვალიერა. ვიზიტის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლებმა სულ სამი საგზაო ობიექტი, შვიდი ისტორიული ძეგლი, წყალმომარაგების ექვსი ობიექტი და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებზე მიმდინარე სამუშაოები შეისწავლეს. ნარმანიას განცხადებით რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთა, მათ შორის სამუშაოების შემსრულებლების მიმართ სამუშაოების დაჩქარების მოთხოვნა, რაც ადეკვატურად აისახებოდა ხარისხზე. ბევრი სამუშაო, მათ შორის საგზაო მშენებლობები, უხარისხოდ არის შესრულებული, დაგებული გზის საფარი ისევ საჭიროებს რამდენიმე ადგილზე რეაბილიტაციას. სამიანისტროს მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ოფიციალურად ხვალიდან დაიწყებს მუშაობას. რაც შეეხება 80 მილიონ ლარს რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ბიუჯეტში ჯარიმის სახით გადარიცხა და შემდეგ თანხების სტიქიით დაზარალებულებისთვის მოხმარება ითხოვა ნარმანიას ინფორმაციით თანხა პრემიერ მინისტრს სრულად უკან დაუბრუნდა .

კომენტარები

მსგავსი სიახლეები