0 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სოციალური პროტესტი გრძელდება

ჩამოტვირთვა

სოციალური პროტესტი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. ოფიციალური ინფორმაციით, თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა ობიექტში 2 000-მდე ოჯახია შეჭრილი. ისინი უკანონოდ ამ დრომდე იკავებენ 50-ზე მეტ ობიექტს. ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, პროტესტს განაგრძობენ მაღაროელებიც. დილიდან ბლოკირებულია "ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციული შენობა ჭიათურაში. აქციის მონაწილეები შენობაში არავის უშვებენ. პარალელურად, გაფიცვა გრძელდება ითხვისის მაღაროში. გაფიცვას განაგრძობენ ფოთის პორტის თანამშრომელებიც. მათი მოთხოვნა უცვლელია. ისინი ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. თბილისსა და რეგიონებში გაფიცულები იყვნენ ექიმებიც. ისინი სამსახურიდან მედპერსონალის გათავისუფლებას აპროტესტებდნენ და ხელფასების მომატებას ითხოვდნენ. უკვე მეშვიდე დღეა შიმშილობენ რკინიგზის საავადმყოფოს ყოფილ შენობაში შეჭრილი დევნილები და სოციალურად დაუცველი პირები. ისინი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას ითხოვენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები