0 0 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გაზეთი "ქრონიკა" 26 მაისის აქციის დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელთა სიას აქვეყნებს

ჩამოტვირთვა

გაზეთი "ქრონიკა" 5 ნოემბრის ნომერში აქვეყნებს იმ სპეცრაზმელთა სიას, რომლებიც გაზეთის აზრით, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევაში იღებდნენ მონაწილეობას. როგორც სტატიაშია აღნიშნული, გამოცემას ანონიმური წყარო დაუკავშირდა და ბაჩო ახალაიას პირად სპეცრაზმზე ესაუბარა. წყაროს ცნობით, ბაჩო ახალაიამ თავდაცვის მინისტრობის დროს, სამხედრო პოლიციის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ბაზაზე, პირადი სპეცრაზმი შექმნა, რომელშიც 318 კაცი ირიცხება და მას თენგიზ შანიძე ხელმძღვანელობდა. "ქრონიკის" წყარომ ინკოგნიტოდ ისურვა დარჩენა, რადგან თავად იყო ამ სამსახურის თანამშრომელი. წყარო ასევე აცხადებს, რომ "ახალაიას სპეცრაზმი" ორ ნაწილად იყო გაყოფილი, ერთი აღმოსავლეთ საქართველოს აკონტროლებდა, ხოლო მეორე - დასავალეთ საქართველოს. "ქრონიკის" წყაროს ინფორმაციით, შეარაღებულები სპეცრაზმელები დღემდე, თბილისის ვახტანგ გორგასლის N87-ში არიან განლაგებულები და ბაჩო ახალაიას ბრძანებას ელოდებიან. სტატიის ბოლოს წერია, რომ "ქრონიკის" მიერ გამოქვეყნებული სიის მართებულობა გამოძიებამ უნდა დაადგინოს და გაზეთი არაფერს არ ამტკიცებს. შეგახსნებთ, რომ გაზეთმა "ასავალ-დასავალმა", რამდენიმე კვირის წინ, სტატიაში "ამოიცანით ჯალათები" გლდანის საპყრობილის ყველა თანამშრომლის სახელი, გვარი და მისამართი საჯარო გახადა, რასაც არასამთავრობოებისა და საზოგადოების შეშფოთება და პროტესტი მოჰყვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები