0 0 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აქცია ქსნის საპყრობილესთან

ჩამოტვირთვა

ქსნის მე-15 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან პატიმართა ოჯახის წევრები ამ დრომდე რჩებიან. მოთხოვნები უცვლელია. მსჯავრდებულები და მათი მშობლები ციხის ახლად დანიშნული უფროსისა და 6 ძველი თანამშრომლის გათავისუფლებას ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ მოთხოვნების შესრულებამდე ციხის ტერიტორიას არ დატოვებენ. ხმაური იყო მთელი ღამის განმავლობაში ქსნის მე-15 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან. პატიმართა ახლობლებმა დაწესებულების ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს. დაპირისპირების დროს დაცვის თანამშრომელმა ტრავმა მიიღო, რის გამოც ქსანში წუხელ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. საპატიმროში გვიან ღამით იმყოფებოდნენ სასულიერო პირები და მონიტორინგის ჯგუფის წევრები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები