საზოგადოება
Bloomberg-მა მსოფლიოში 200 უმდიდრესი ადამიანის სია გამოქვეყნა
2012-11-05 15:32:04
ჩამოტვირთვა
ამერიკული კომპანია Bloomberg-ი „მილიარდელთა კლუბის" რეიტინგს აქვეყნებს, სადაც მსოფლიოში 200 უმდიდრესი ადამიანის სია გამოაქვეყნა. ამ უმდიდრეს ადამიანთა საერთო ქონება 2,7 ტრილიონ დოლარს აღწევს. უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგს კვლავინდებურად მედია მაგნატი კარლოს სლიმი ლიდერობს, რომლის კაპიტალიც 77,5 მლრდ დოლარს შეადგენს.
რეიტინგში მეორე ადგილზეა Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი, რომელიც 64,4 მლნ დოლარის მფლობელია. რეიტინგში შემდეგ პოზიციებს იკავებენ, ესპანელი მილიარდელი მანხიო ორტეგა 53,6 მლრდ დოლარით და ამერიკელი ფინანსისტი უორენ ბაფეტი 48,4 მლრდ დოლარით. უმდიდრეს ადამიანთა ხუთეულში შედის ასევე შვედური კომპანია IKEA-ს დამფუძნებელი ინგვარ კამპრადი 41,8 მლრდ-ი დოლარით.
ТОП-10-ში შედიან ასევე ძმები ჩარკლზ და დევიდ კოხები, რომლებმაც 38,6 მლრდ დოლარი გამოიმუშავეს. რეიტინგშია ასევე Oracle-ს მფლობელი ლარი ელისონი (37,2 მლრდ დოლარი), Wal-Mart-ის მფლობელი კრისტინ უოლტონი (30,5 მლრდ დოლარი) და მისი პარტნიორი ჯიმ უოლტონი ( 29,3 მლრდ დოლარი).
უნდა აღინიშნოს, რომ პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალი კრისტინ უოლტონია, რომელსაც მოსდევს Wal-Mart-ის თანამფლობელი ელის უოლტონი. ქალებს შორის სიმდიდრით მესამე პოზიციაზეა ლილიან ბეტანკური, რომელიც საერთო რეიტინგში მე-15 პოზიციაზეა.
საერთო რეიტინგში 88-ე პოზიციაზეა Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკემბერგი 10,7 მლრდ დოლარით. Bloomberg-ის ინფორმაციით, ყველაზე მდიდარი რუსი რომან აბრამოვიჩია, რომელიც 14,7 მლრდ დოლარის მფლობელია და საერთო რეიტინგში 51-ე პოზიციაზეა.
Bloomberg-ის ინფორმაციითვე, ყველაზე მდიდრებს შორისაა ქართველი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საერთო რეიტინგში 180-ე პოზიციაზეა და მისი ქონება 6,3 მლრდ დოლარადაა შეფასებული.
კომენტარები