საზოგადოება
მაღაროელთა პროტესტი გრძელდება
2012-11-05 15:30:51
ჩამოტვირთვა
მაღაროელთა პროტესტი გრძელდება. დილიდან ბლოკირებულია "ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციული შენობა ჭიათურაში.
აქციის მონაწილეები დირექტორს და ადმინისტრაციის დანარჩენ თანამშრომლებს არ აძლევენ შენობაში შესვლის საშუალებას. ისინი აცხადებენ, რომ სანამ მათი მოთხოვნები სრულად არ შესრულდება, მანამდე აქცია არ შეწყდება.
ასევე, უკვე 20 დღეზე მეტია 34-კაციანი ჯგუფის გაფიცვა გრძელდება ითხვისის მაღაროში. გაფიცულთაგან 20 მამაკაცია, 14 კი ქალი, მათ შორის ერთი ფეხმძიმე.
გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე გენადი ტიკვა აცხადებს, რომ ადმინისტრაცია გაფიცულებს ხელფასის 32%-ით გაზრდას სთავაზობს. ასევე, მუშაობის დაუყოვნებლივ დაწყების შემთხვევაში, გაცდენილი დღეების სრულად ანაზღაურებას.
მისი თქმით, ხელფასის მომდევნო ზრდა მხოლოდ წლის ბოლოს შეიძლება გადაიხედოს, რათა სახელფასო ზრდა მომავალი წლის ბიუჯეტში დაიგეგმოს.
კომენტარები