0 0 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ექიმებს 9 წლის ბავშვის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ

ჩამოტვირთვა

9 წლის ბავშვი გარდაიცვალა "ბავშვთა ახალ კლინიკაში". ოჯახის ადვოკატი ბავშვის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებს. მისი განცხადებით, კლინიკაში ბავშვი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 24 ივლისს შეიყვანეს და ამ ხნის განმავლობაში იგი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. ადვოკატი აცხადებს, რომ ბავშვს ექიმებმა კვება შეუცვალეს, რის გამოც მას კუჭი დაუზიანდა და საჭირო გახდა ოპერაციის გაკეთება, რის შემდეგაც პაციენტი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ადვოკატი ექიმების წინააღმდეგ რეგულირების სააგენტოში ჩივილს აპირებს. მისი განცხადებით, ბავშვი მედიკოსების დაუდევრობის გამო გარდაიცვალა. ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ ექიმები. ისინი ამბობენ, რომ კლინიკაში ყველა საჭირო ღონისძიება ჩატარდა ბავშვის გადასარჩენად, თუმცა მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები