საზოგადოება
ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაში სამი მთავარი საკითხის შესახებ ისაუბრა
2012-11-04 15:23:07
სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქმა წირვა აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა. ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, - ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაში სამი მთავარი საკითხის შესახებ ისაუბრა.
ილია მეორემ მრევლს ამ საკითხებზე საკუთარი მოსაზრების დაწერის კურთხევა მისცა. ნაშრომები საპატრიარქოში მოიყრის თავს და საუკეთესო ნამუშევრები ტელევიზიითა და რადიოთიც გავრცელდება.
პატრიარქმა ადამიანის დანიშნულებაზე და სამშობლოს მიმართ მის ვალდებულებებზე ისაუბრა.
დღევანდელ წირვას სამების ტაძარში თავდაცვის სამინისტროს მე-4 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები და სამხედრო ავიაციის მოსამსახურეები ესწრებოდნენ, რომლებსაც პატრიარქის კურთხევით ლოცვანი და ტკბილეული გადაეცათ.
კომენტარები