მსოფლიო
შიმშილობის მე–6 დღეს რკინიგზის საავადმყოფოში
2012-11-04 15:20:57
ჩამოტვირთვა
მეექვსე დღეა შიმშილობენ რკინიგზის საავადმყოფოს ყოფილ შენობაში შეჭრილი დევნილები და სოციალურად დაუცველი პირები.
მოშიმშილეების თქმით, მათ მოთხოვნებს რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია, რის გამოც ისინი ხვალიდან მშრალ შიმშილობაზე გადავლენ.
ერთ-ერთი სოციალურად დაუცველი მოშიმშილე ქალბატონი კი, ფართით დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პირის ამოკერვით იმუქრება.
მოშიმშილეების განცხადებით, ისინი აქციას მანამდე გააგრძელებენ, სანამ საცხოვრებლებით არ უზრუნველყოფენ.
კომენტარები