0 2 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რა ელის თბილისის სოციალური დახმარების პროგრამებს?

ჩამოტვირთვა

ჯერ ისევ უცნობია, აღდგება თუ არა სოციალური დახმარებების პროგრამები დედაქალაქში. ამ საკითხზე თბილისის მერიასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის გაუგებრობა საქართველოს მთავრობის 440-ე დადგენილებამ გამოიწვია. პროგრამებს თავდაპირველად თბილისის მერია აფინანსებდა. ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის 19 ოქტომბრის განკარგულებით, ეს ფუნქცია ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცა. ბიძინა ივანიშვილმა კი ყოფილი პრემიერის განკარგულება გააუქმა და ახალი ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო უარს ამბობს ამ სოციალური ვალდებულებების დაფინანსებაზე და ამ პროგრამებს კვლავ თბილისის მერიას უბრუნებს. მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროგრამებისათვის აუცილებელი თანხები მათ ბიუჯეტიდან არ მიუღიათ. სოციალური პროგრამები მოქალაქეების სამედიცინო დაზღვევას, სოციალურად დაუცველი ოჯახების სხვადასხვა სახით დახმარებას და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეღავათებს ითვალისწინებდა. ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროში კი ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები