0 2 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რკინიგზელები გაფიცვას წყვეტენ

ჩამოტვირთვა

რკინიგზელები გაფიცვას წყვეტენ. ამის შესახებ განცხადება რკინიგზის თანამშრომლებმა ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთეს. შეხვედრას მემანქანეები, მათი თანაშემწეები და სალიანდაგო მეურნეობის თანამშრომლები ესწრებოდნენ და რკინიგზელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასების მომატების საკითხები განიხილეს. ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უახლოეს დღეებში რკინიგზის დეპარტამენტში ახალი თავმჯდომარე დაინიშნება, რომელიც ამ ადამიანების პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს. გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ რკინიგზელების მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და მათთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესების პროცესს ეკონომიკის სამინისტრო გააკონტროლებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები