0 2 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მართლმადიდებელი ეკლესია მიცვალებულთა ხსენების დღეს აღნიშნავს

ჩამოტვირთვა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, დიმიტრის შაბათს, მიცვალებულთა ხსენების დღეს აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი შესრულდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე მიცვალებულთა მოსახსენიებელ პანაშვიდს ყოვლადწმინდა სამების ტაძარში გადაიხდის. დიმიტრის შაბათს მიცვალებულთა ხსენება გარდამავალია. აღინიშნება წმ. დიმიტრი თესალონიკელის ხსენების (8 ნოემბერი) წინა შაბათ დღეს, რის გამოც, დიმიტრის შაბათსაც უწოდებენ. თავდაპირველად იგი დაწესდა რუსეთის ეკლესიაში კულიკოვოს ომში დაღუპულთა მოსახსენიებლად. მოგვიანებით რუსეთის ეკლესიამ იგი მიცვალებულთა საყოველთაო დღედ გადააქცია. საბერძნეთში, ალექსანდრიაში, ანტიოქიაში, იერუსალიმში და სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებში ამ დღეს მიცვალებულთა ხსენება არ სრულდება. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების ხანაში, როდესაც ჩვენი ეკლესია რუსეთის ეკლესიამ შეიერთა (1816-1917 წწ-ში), რუსული საეკლესიო ჩვეულებები საქართველოშიც გავრცელდა. მათ შორისაა დიმიტრის შაბათის აღნიშვნაც. ეს ტრადიცია საქართველოში დღემდე შემორჩა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები