0 2 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნიგვზიანში მუფტის ჩასვლას პროტესტი მოჰყვა

ჩამოტვირთვა

ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში, სადაც ადგილობრივები მუსლიმთა მიერ ლოცვის მოწყობას აპროტესტებენ , სრულიად საქართველოს სამუსულმანო სამმართველოს მუფტი ჯემალ პაქსაძე ჩავიდა. მასთან ერთად იმყოფება "სრულიად საქართველოს მუსლიმთა კავშირის" ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძეც. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, სოფელში მათ გამოჩენას ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოსახლეობა აცხადებს, რომ სოფელში მეჩეთის მშენებლობასა და მუსლიმანური ლოცვების მოწყობას არ დაუშვებენ. სოფელ ნიგვზიანში კვლავ მობილიზებულია პოლიცია. იქ იმყოფებიან ადგილობირივ ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში ადგილობრივები აჭარიდან ჩასახლებულ მუსლიმებს ლოცვის საშუალებას არ აძლევენ. სოფლის მოსახლეობა იმ სახლთან არიან შეკრებილი, სადაც ეკომიგრანტებმა სამლოცველო გახსნეს. მოსახლოება ვარაუდობს, რომ სოფელში მეჩეთის აშენებაც იგეგმება. როგორც ნიგვზიანელები ამბობენ, "მათ მიწა-წყალზე მუსლიმებს ლოცვის საშუალებას არ მისცემენ და სადაც უნდა იქ ილოცონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი სისხლისღვრით იმუქრებიან". თავად სამლოცველოს მეპატრონე არჩილ კახაძე კი ამბობს, რომ ისინი ლოცვას მაინც აღავლენენ, რადგან ამის კანონიერი უფლება აქვთ, ადგილობრივებს კი მათთვის ლოცვის აკრძალვის უფლება არ აქვთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები