საზოგადოება
შეიარაღებული თავდასხმა კახეთში
2012-11-01 16:48:31
ჩამოტვირთვა
შეიარაღებული თავდასხმა მოხდა კახეთში - ლაგოდეხის რაიონის სოფელ მიმიგორის სკოლის დირექტორი სიმონ ნარეშელაშვილი მაშინ დააყაჩაღეს, როდესაც მას საკუთარ სახლში ეძინა.
დაზარალებული ყვება, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღითა და დანით შეიარაღებული პირი თავს დაესხა.
თავდამსხმელმა ნარეშელაშვილს მუქარით 100 ამერიკული დოლარი და მობილური ტელეფონი წაართვა.
დაზარალებულმა თავდასხმაში მეზობელი თამაზ კაპანაძე ამოიცნო, რომელიც უკვე დააკავა ლაგოდეხის რაიონულმა პოლიციამ. საქმე ყაჩაღობის მუხლით არის აღძრული და მას შინაგან საქმეთა ლაგოდეხის რაიონული სამმართველო იძიებს.
კომენტარები