მსოფლიო
გაფიცვა ფოთის პორტში
2012-11-01 14:51:23
ჩამოტვირთვა
დილიდან გაფიცულია ფოთის პორტი. პორტი ნაწილობრივი დატვირთვით მუშაობს, რადგან რამდენიმე ტერმინალს მუშაობა შეწყვეტილი აქვს.
პორტის თანამშრომლები სამუშაო პირობებს აპროტესტებენ და ხელფასების გაზრდას ითხოვენ.
ფოთის პორტის ადმინისტრაციის განცხადებით, პრობლემების ნაწილი უკვე მოგვარებულია. ამის შესახებ საგაფიცვო კომიტეტის ნაწილმა უკვე იცის და დანარჩენ გაფიცულებსაც მიაწვდიან ინფორმაციას.
პორტის ადმინისტრაცია ყველა პრობლემის მოგვარებას ეტაპობრივად, წლის ბოლომდე გეგმავს. გაფიცული თანამშრომლები კი აქციის შეწყვეტას მოთხოვნების სრულ დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.
კომენტარები