0 2 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პოლიციამ ლევან გაჩეჩილაძის ვაჟი დააკავა

ჩამოტვირთვა

პოლიციამ გვიან საღამოს ლევან გაჩეჩილაძის შვილი გიორგი გაჩეჩილაძე დააკავა. ინფორმაცია ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გაჩეჩილაძის დაკავება 27 ოქტომბერს გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე კაფე "გალერეასთან" მომხდარ ჩხუბს უკავშირდება, რომლის დროსაც კაფის დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი ირაკლი ცინდელიანი დაიჭრა. ინციდენტის კადრები ჟურნალმა "ტაბულამ" გაავრცელა. "ძველი თბილისის რაიონულმა სამმართველომ გიორგი გაჩეჩილაძე დააკავა. გაჩეჩილაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს. ხულიგნობა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით. საქმე ეხება 27 ოქტომბერს გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე კაფე "გალერეაში" მომხდარ ჩხუბს, რომლის დროსაც კაფის დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი ირაკლი ცინდელიანი დაიჭრა", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები