მსოფლიო
შსს 10 თვის გარდაცვლილი ჩვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
2012-10-30 12:51:14
ჩამოტვირთვა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ათი თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმე პირად კონტროლზე აიყვანა. ირაკლი ღარიბაშვილი უკვე პირადად გაეცნო გამოძიების მასალებს და მიმდინარეობას. ბარბარე რაფალიანცის საქმე სამწუხაროდ კვლავ გაუხსნელია, ძიებას ამ დრომდე კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს. მინისტრის განცხადებით მაქსიმალური ძალისხმევა და რესურსი იქნება გამოყენებული ბარბარე რაფალიანის გარდაცვალების მიზეზის დროულად დასადგენად.
კომენტარები