საზოგადოება
ია ფარულავამ და თაკო გაჩეჩილაძემ ბოდიში მოიხადეს
2012-10-30 12:49:31
ჩამოტვირთვა
პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურის წევრმა ია ფარულავამ დაუნის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს გასულ კვირას გაჟღერებული „დაუფიქრებელი რეპლიკის“ გამო ბოდიში მოუხადა.
„დიდი ბოდიში ყველა დაუნის სინდრომით დაავადებულ პატარას“,- განაცხადა მსახიობმა გუშინ პირდაპირ ეთერში.
თავის მხრივ ბოდიში მოიხადა პროექტის მონაწილე თაკო გაჩეჩილაძემაც, რომელმაც თავის სუსტ ცევას სწორედ „დაუნი რობოტების ცეკვა“ უწოდა.
„ეს ხუმრობა იყო, არ მიფიქრია, რომ ვინმეს გულს ატკენდა. ამიტომ გთხოვთ მომიტევოთ",- განაცხადა გაჩეჩილაძემ.
საქმე ეხება პროექტში მონაწილე წყვილის: მომღერალ თაკო გაჩეჩილაძისა და გიგი გაჩეჩილაძის მიერ „სამბას“ სუსტი შესრულების შემდეგ გამოთქმულ რეპლიკას - „დაუნ რობოტებს“.
სწორედ აღნიშული ეპითეტის გამოყენებით შეაფასა მომღერალმა თავისი გამოსვლა.
რაც ია ფარულავამ აიტაცა და წყვილის შეფასებისას ეს სიტყვა კიდევ ერთხელ გააჟღერა.
აღნიშნულ საკითხს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებისა და პროფესიონალების კავშირი – "ჩვენი ბავშვები"– განცხადებით გამოეხმაურა. ისინი თაკო გაჩეჩილაძისა და ია ფარულავასგან ბოდიშის მოხდას, იმავე გადაცემის ფორმატის ფარგლებში, ითხოვდნენ.
კომენტარები