საზოგადოება
ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის გორი-რუისის მონაკვეთზე ავტომანქანა აფეთქდა
2012-10-29 18:58:36
ჩამოტვირთვა
საქართველოს ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის გორი-რუისის მონაკვეთზე მოძრაობა პარალიზებული იყო. ამის მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა.
ტყიბულიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი "ვოლვოს" მარკის ავტომანქანა აფეთქდა. მასში ხუთი მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტომანქანა მთლიანად დაიწვა. აფეთქების სავარაუდო მიზეზად გაზის გაჟონვა სახელდება, რადგან ავტომანქანა ბუნებრივ აირზე მუშაობდა.
მოკვლევას საპატრულო პოლიცია აწარმოებს.
კომენტარები