მსოფლიო
მომავალი წლიდან აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს ჩააბარებენ
2012-10-29 17:39:41
ჩამოტვირთვა
განათლების სამინისტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი მოდელი. ატესტატის მისაღებად, წელს მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის გამოცდას ჩააბარებენ, მე-12 კლასში კი მათ ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენის, მათემატიკისა და ისტორიის გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. ის მოსწავლეები, კი რომლებიც 2012-2013 სასწავლო წელს მეთერთმეტე კლასში სწავლობენ, გამოცდებს, ასევე გამონაკლისის სახით, არა მაისში, არამედ მომდევნო სასწავლო წლის ოქტომბერში ჩააბარებენ.
2012-2013 სასწავლო წლის დასასრულს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები 8 საგანში მეთორმეტეკლასელთა სკოლის გამოცდების ჩატარებას უშუალოდ უზრუნველყოფენ. ახალი მოდელის მიხედვით, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, გამონაკლისის სახით, წელს, გამოსაშვებ გამოცდებს ცენტრალიზებულად არ ჩააბარებენ. სკოლები თავად გადაწყვეტენ როგორი იქნება გამოცდის ფორმატი, ბარიერი და თავადვე შეაფასებენ მოსწავლეთა ნაშრომებს. არ არის გამორიცხული ახალი ხელისუფლების პირობებში წლის ბოლომდე ის მოდელებიც გადაიხედოს, რომელიც ამ დრომდე გამოცდებთან დაკავშირებით მოქმედებდა.
გამოცდების ახალ მოდელთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწყებს მუშაობას კონცეფციის შუმუშავებისათვის, რომლითაც საგანმანათლებლო სისტემაში გასატარებელი კომპლექსური ცვლილებები განისაზღვრება. სკოლის გამოსაშვები გამოცდების მოდელის საბოლოო მოდიფიცირება, ძირითადი პრინციპების შენარჩუნებით, აღნიშნული კონცეფციის შემუშავების შემდეგ მოხდება.
კომენტარები