0 2 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ციხის კადრების გავრცელების ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი ლომია ახალ სკანდალში ეხვევა

ჩამოტვირთვა

ციხის კადრების გავრცელების ერთ-ერთმა თანამონაწილემ გიორგი ლომიამ "სახალხო კრების" ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კუდ-ის ინფორმატორის აღიარებითი ჩვენების შესახებ ოპერატიული ინფორმაცია მიიღო, თუმცა ის "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერისთვის ნინო ბურჯანაძისთვის არ გადაუცია. ამის შესახებ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღეს ჟურნალისტებს "ჩემი საქართველოს" თავმჯდომარემ ელისო კილაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპერატიული მასალა ლადო ბედუკაძის მიერ არის გადაღებული და ის ამ ინფორმაციას შესაბამისი რეაგირებისთვის ახალ გენერალურ პროკურორს გადაუგზავნის. "ციხის კადრების გავრცელების და მოპოვების ერთ-ერთ ორგანიზატორად დასახელდა წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ლომია. ის სინამდვილეში გახლდათ გლდანის ციხის პატიმარი სადაც 2 წელი იხდიდა სასჯელს და მუდმივად აცხადებდა, რომ ის იყო ნინო ბურჯანაძის პიარშიკი. რაც შეეხება ამ კადრებს, რომლებიც მე მაქვს ეს არის ლადო ბედუკაძის მიერ გადაღებული სადაც კუდი-ის ინფორმატორი აღიარებს თუ როგორ ევალებოდა მას ფარული ჩაწერების გაკეთება „სახალხო კრებისა“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ ოფისებში. ეს ჩანაწერები ბედუკაძემ გიორგი ლომიას ნინო ბურჯანაძისთვის გადასაცემად გადასცა, თუმცა ჩემი დაზუსტებული ინფორმაციით ჩანაწერები „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერამდე არ მიუღია. რატომ არ მიიტანა ან სად წაიღო ეს ჩანაწერი ლომიამ? ეს ის კითხვებია რომელზეც პასუხები მან თავად უნდა გასცეს. მე მზად ვარ ეს კადრები გადავცე გენერალური პროკურატურას, რათა ამ საკითხზე ჩატარდეს გამოძიება და დადგინდეს ვისი დავალებით ხდებოდა აღნიშნული პერსონის (რომლის გვარსაც ეხლა არ დავასახელებ უდანაშაულობის პრეზუმციიდან გამომდინარე) ამ ჩანაწერების კეთება. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, საქმე ეხება უკანონო ფარულ გადაღებას, მიყურადებას", - აცხადებს კილაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები