0 2 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მახინჯაურში ავარია მსხვერპლით დასრულდა

ჩამოტვირთვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მახინჯაურში - ავარიას ქვეითად მოსიარულე 60 წლამდე ასაკის ქალბატონი ემსხვერპლა. ქობულეთიდან ბათუმისკენ მომავალი "მერსედესის" მარკის ავტომანქანა, რომელსაც ჯიმშერ ჯიმშერაშვილი მართავდა, ჯერ ბორდიურს, ხოლო შემდეგ სადგურის შენობას შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, ავტოავარიის მიზეზი სიჩქარის გადაჭარბება გახდა. მათივე ინფორმაციით, მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ჯიმშერაშვილი სიჩქარის გადაჭარბებას თავადაც ადასტურებს, თუმცა კატეგორიულად უარყოფს, რომ საჭეს ნასვამი მართავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომანქანაში მყოფი კიდევ ორი ადამიანი დაზარალდა. ისინი ქალაქის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ორივე დაზარალებული მამაკაცია. ერთს გულმკერდის, ხოლო მეორეს თავის ქალის დაზიანება აღენიშნება. რაც შეეხება დაღუპულს, მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ის საავადმყოფოში მიყვანიდან 10 წუთში გარდაიცვალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები