0 2 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტები ისევ ეროვნული გამოცდებით მიიღებიან

ჩამოტვირთვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საატესტატო და ეროვნული გამოცდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების, პედაგოგებისა თუ ზოგადად, საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრომ უმოკლეს ვადაში შეიმუშავა სკოლის გამოსაშვები გამოცდების მოდელი, რომელიც ლოგიკურად თანხვდება ამა თუ იმ საგნის სავალდებულო ნაწილის სწავლების დასრულებას და საგამოცდო პროცესს მოსწავლეებისათვის მაქსიმალურად მოქნილს ხდის. ახალი მოდელით მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის გამოცდას ჩააბარებენ, მე-12 კლასში კი მათ ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენის, მათემატიკისა და ისტორიის გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. ამასთან, მე-11 კლასის მოსწავლე, ამა თუ იმ საგანში წარუმატებლობის მიუხედავად, შეუფერხებლად აგრძელებს სწავლას მომდევნო კლასში და აღნიშნული საგნის გამოცდას დამატებით აბარებს სასწავლო წლის ბოლოს. ახალი მოდელის სპეციფიკიდან გამომდინარე, 2012-2013 სასწავლო წლის დასასრულს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უშუალოდ უზრუნველყოფენ მეთორმეტეკლასელთა სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარებას და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ გამოცდები საკუთარ სკოლებში ჩააბარონ. მოსწავლეები, რომლებიც 2012-2013 სასწავლო წელს მეთერთმეტე კლასში სწავლობენ, გამოცდებს, გამონაკლისის სახით, არა მაისში, არამედ მომდევნო სასწავლო წლის ოქტომბერში ჩააბარებენ. შესაბამისად, მათ ოპტიმალური დრო ექნებათ გამოცდებისათვის მოსამზადებლად. სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს, გამოცდები კომპიუტერულად, ცენტრის მიერ შემუშავებული ე.წ. cat-ის მოდელით ჩატარდება. უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მიზნით აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ტრადიციულად, ივლისის თვეში ჩააბარებენ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწყებს მუშაობას კონცეფციის შუმუშავებისათვის, რომლითაც განისაზღვრება საგანმანათლებლო სისტემაში გასატარებელი კომპლექსური ცვლილებები. სკოლის გამოსაშვები გამოცდების მოდელის საბოლოო მოდიფიცირება, ძირითადი პრინციპების შენარჩუნებით, აღნიშნული კონცეფციის შემუშავების შემდეგ მოხდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები