0 2 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

300-მდე პატიმარი ციხეებს ვადაზე ადრე ტოვებს

ჩამოტვირთვა

საპატიმრო დაწესებულებებიდან 300-მდე პატიმარი პირობით ვადაზე ადრე თავისუფლდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გლდანის #18-ე სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა. "27 ოქტომბერს პირობით ვადამდე გათავისუფლდა 35 პატიმარი, პირობით ვადამდე კი საპატიმრო დაწესებულებებს დაახლოებით 300-მდე პატიმარი დატოვებს", - აღნიშნა სოზარ სუბარმა. ამასთან, წუხელ ციხე, კრეძოდ გლდანის მე-8 დაწესებულება კიდევ 30-მდე პატიმარმა დატოვა. მინისტრის განმარტებით, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება შეიძლება ნებისმიერ მუხლს შეეხოს. "ეს იმის დამსახურებაა, რომ ჩვენ მიდგომა შევცვალეთ. არსებობს რაღაც გარკვეული კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დატოვებენ. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, ეს საკითხი სასჯელაღსრულების მინისტრის კომპეტენციას სცდება და ამ საკითხზე პარლამენტი იმსჯელებს. ამნისტიაზე საკანონმდებლო ორგანო უკვე მუშაობს და არ მგონია, ეს აქტი ძალიან დაგვიანდეს", - აღნიშნა სოზარ სუბარმა. მისივე განმარტებით, ამნისტიასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ცრუ მოლოდინები არ უნდა გაჩნდეს. "ამნისტია არ იქნება პანაცეა, თუმცა პირობით ვადამდე გათავისუფლების რეალური ამუშავებით, სასჯელთა შეკრებითობის პრინციპის გაუქმებით და ავადმყოფი პატიმრებისადმი მიდგომის შეცვლით, ჯამში, გათავისუფლება ფართომასშტაბიანი გამოვა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებიც განიტვირთება", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები