0 2 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პატრიატქმა უსუფაშვილს და ივანიშვილს მიმართა

ჩამოტვირთვა

სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე არჩევას ულოცავს. საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ილია მეორე ბიძინა ივანიშვილს წარმატებას და პრობლემების დაძლევას უსურვებს. "ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მოღვაწეობა რთულ დროს მოგიწიათ, მაგრამ ღვთის წყალობით პრობლემები დაიძლევა. თორმეტი წლის წინ, როდესაც თქვენ წმინდა სამების ტაძრის მშენებლობა დაიწყეთ, საუკუნის სიმბოლო აიგო. ახლაც, როდესაც ქვეყნის უღელი დაიდგით, საუკუნის გამოწვევა მიიღეთ", - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პატრიარქი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნას ულოცავს დავით უსუფაშვილსაც. "თქვენი ცოდნა, გამოცდილება და სიდინჯე ვფიქრობ დიდად წაადგება საქართველოს ამ ერთ-ერთი რთული და წინააღმდეგობებით სავსე პერიოდის დაძლევაში", – აღნიშნულია პატრიარქის უსუფაშვილისადმი მიმართვაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები