საზოგადოება
არჩევნების შემდეგ კლინტონი პოსტს დატოვებს
2012-10-27 17:21:52
ჩამოტვირთვა
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საკუთარ პოსტს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვებს. სახელმწიფო მდივანი თანამდებობის დატოვებას პრეზიდენტის ინაუგურაციიდან მალე გეგმავს, თუმცა ამ დროისთვის კლინტონს შემცვლელი უნდა უპოვონ.
"ვაშინგტონ პოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ შემცვლელის წარდგენის დრო განუსაზღვრელი არ არის და საკუთარი გადაწყვეტილება ჯერ ბარაკ ობამასთან არ განუხილავს, რადგან ის ჯერ ძალიან დაკავებულია.
კომენტარები