საზოგადოება
რკინიგზელები მასშტაბურ გაფიცვას წყვეტენ
2012-10-27 13:32:43
ჩამოტვირთვა
რკინიგზელები მასშტაბურ გაფიცვას წყვეტენ. რკინიგზელთა პროფკავშირის განცხადებით, გაფიცვა ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე შეაჩერეს და ორშაბათიდან აქტიური მოლაპარაკებების დაწყებას ელოდებიან.
რკინიგზელეთა თქმით, მათ ხელმძღვანელობის მხრიდან კონკრეტული დაპირებები ამ დრომდე არ მიუღიათ და არც მათი შრომითი უფლებები გაუმჯობესებულა.
რკინიგზის თანამშრომლები, “თავისუფალი საქართველოს” წევრ გია ყრუაშვილს მათი სახელით საჯაროდ გამოსვლების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ და რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან კავშირს უარყოფენ.
რკინიგზელთა პროფკავშირის წევრებმა დღეს სპეციალური განცახდება რკინიგზის დეპარტამენტში გააკეთეს.
კომენტარები