საზოგადოება
სოციალურად დაუცველებმა რკინიგზის საავადმყოფო დაიკავეს
2012-10-27 12:55:24
ჩამოტვირთვა
სოციალურად დაუცველებმა ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე რკინიგზის საავადმყოფო დაიკავეს. ამ დროისთვის შენობაში 100-მდე ოჯახი იმყოფება.
სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირები ყოფილი საავადმყოფოს ტერიტორიაზე გვიან ღამით შევიდნენ – ისინი აქამდე, საცხოვრებელი ფართის მოთხოვნით, გლდანი-ნაძალადევის გამგეობის შენობაში იმყოფებოდნენ.
სიღატაკის ზღვარზე მყოფი ოჯახების წარმომადგენლები საბინაო და სოციალური პრობლემების გადაჭრას მოითხოვენ.
კომენტარები