მსოფლიო
კონიაკის დასახლებაში ნაწამები ქალის გვამი იპოვეს
2012-10-25 16:05:10
ჩამოტვირთვა
თბილისში ზარზმის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას სამართალდამცავები უკვე იძიებენ. გარდაცვლილის ნათესავები ვარაუდობენ რომ 58 წლის მამანა შენგელია უცნობმა პირებმა, გაძარცვის მიზნით, წამებით, მოკლეს. გარდაცვლილის ბინიდან გაქრა ოქროულობა და ფული. აღსანიშნავია ისიც, რომ ბინის კარი გატეხილი არ ყოფილა, თუმცა დაკარგულია გარდაცვლილის სახლის გასაღები. შენგელიას მკვლელობასთან დაკავშირებული სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
მანანა შენგელია მარტო ცხოვრობდა. ნათესავების თქმით, შეუძლებელია, მას მტრები ჰყოლოდა. გარდაცვლილი ქალბატონი პროფესიით ფიზიკოსი იყო და, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, თავს რეპეტიტორობით ირჩენდა.
მანანა შენგელიას ცხედარი ქალაქის პროზექტურიდან დღეს გადაასვენეს, როგორც პროზექტურის თანამშრომლები და გარდაცვლილის ნათესავები აღნიშნავდნენ შენგელიას ცხედარი სასტიკად არის ნაწამები.
კომენტარები