0 2 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მოიხდიან თუ არა ბოდიშს ია ფარულავა და თაკო გაჩეჩილაძე?

ჩამოტვირთვა

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ და ია ფარულავასა და თაკო გაჩეჩილაძისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოითხოვენ. 22 ოქტომბერს, ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "ვარსკვლავური ცეკვები" მსახიობმა თაკო გაჩეჩილაძემ წარუმატებელი ნომერი დაახასიათა როგორც "დაუნი რობოტის ცეკვა". ეს ფრაზა აიტაცა ია ფარულავამ და შემდეგ გადაცემის მსვლელობისას დამაკნინებელი მნიშვნელობით მრავალჯერ იყო გამოყენებული. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებისა და პროფესიონალების კავშირის – "ჩვენი ბავშვები"– წევრები თაკო გაჩეჩილაძისა და ია ფარულავასგან ბოდიშის მოხდას იმავე გადაცემის ფორმატის ფარგლებში ვითხოვთ – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. „აიტივისთან“ სატელეფონო საუბრისას ია ფარულავამ განაცხადა, რომ ბოდიშის მოხდას არ გეგმავს, მსახიობი და პროექტის ჟიურის წევრი მიიჩნევს, რომ ბოდიში საზოგადოებას არა მან, არამედ თაკო გაჩეჩილაძემ უნდა მოუხადოს. ფარულავამ „აიტივისთან“ სატელეფონო საუბრისას ასევე განაცხადა, რომ არავისთვის შეურაცხყოფის მიყენებას არ გეგმავდა. ამ ორ ადამიანს, როგორც საჯარო ფიგურებს, უნდა ესმოდეთ, რომ გადაცემას "ვარსკვლავური ცეკვები" მრავალრიცხოვან აუდიტორიასთან ერთად, დაუნის სინდრომის მქონე ბევრი ადამიანი და მათი ოჯახის წევრებიც უყურებენ და რომ ამგვარი გამონათქვამები ყველა მათგანისათვის შეურაცხმყოფელია – ნათქვამია დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში. მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს თაკო გაჩეჩილაძე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებისა და პროფესიონალების კავშირი კი მოუწოდებს თაკო გაჩეჩლაძესა და ია ფარულავას, გაეცნონ ძალიან ადვილად ხელმისაწვდომ საბაზისო ინფორმაციას დაუნის სინდრომის შესახებ და გაუზიარონ ეს ინფორმაცია თავიანთ კოლეგებსაც, მომავალში ამგვარი უხერხული სიტუაციებისაგან თავის არიდების მიზნით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები