0 2 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სანადირაძე: "არანაირ ბრძოლას არ ვიწყებ კავკასუს ონლაინის დასაბრუნებლად"

ჩამოტვირთვა

სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო,,კავკასუს ონლაინის’’ დამფუძნებელმა და ყოფილმა მესაკუთრემ მამია სანადირაძემ დღევანდელი პრესკონფერენცია. თუმცა გაგრძელება სხვაგვარი მოჰყვა და სანადირაძემ ტონთან ერთად თავდაპირველი განცხადებაც შეცვალა. აღნიშნა, რომ ჩამოვიდა იმისთვის,რომ კომპანიის დასაბრუნებლად სამართლებრივი დავა დაიწყოს. ამის შემდეგ სანადირაძემ ნახევარი საათი მხოლოდ მისი მმართველობის პერიოდში კომპანიაში განხორციელებულ რეფორმებზე საუბარს დაუთმო. ამ საუბარში 2009 წლის დადგომასთან ერთად სანადირაძეს ძველი წყენაც გაახსენდა და მარეგულირებელი კომისიის რამდენიმეასეულ ათასიანი ჯარიმაც. სანადირაძე მთელი ერთი საათის განმავლობაში ირწმუნებოდა, რომ მარეგულირებელმა ჯარიმა კომპანიას უსაფუძვლოდ და არაკანონიერად დააკისრა, თუმცა itv-ის მიერ მოპოვებულ ოფიციალურ დოკუმენტში ნათლად ჩანს,რომ კომპანიამ 2009 წლის მარტიდან-ამავე წლის 2 დეკემბრამდე სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში 4 არაკანონიერი ცვლილება განახორციელა, რაც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’’ კანონის მე - 19 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევად ითვლება. ამის შემდეგ სანადირაძემ მის ძველ ცხოვრებაში საგადასახადო ინსპექციის არსებობა გაიხსენა, რომელმაც ამავე პერიოდში კანონსაწიააღმდეგო დარღვევებისთვის კომპანია 11 მილიონი ლარით დააჯარიმა. შემდეგი მწარე მოგონება კი სანადირაძეს სწორედ შარანგიებთან აკავშირებს, რომლებსაც კავკასუს ონლაინის 80%-ის მფლობელმა 2009 წელს კომპანიის 50% პროცენტიანი წილი მიჰყიდა. ორმხრივი ხელშეკრულების პირობებზე დღეს სანადირაძეს არ უსაუბრია. კავკასუს ონლაინის ყოფილი მფლობელი პრესკონფერენციის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მას ამ დოკუმენტის მიხედვით არც იმის თქმის უფლება აქვს, თუ რამდენად გაასხვისა კომპანია ახალ მფლობელებზე. ამბობს, რომ თანხა,რომელიც კავკასუს ონლაინის ახალი ხელმძღვანელებისგან აიღო მიზერულია. თუმცა როგორც ცნობილია სანადირაძემ კუთვნილი წილი შარანგიებს 18 მილიონად მიჰყიდა. კავკსუს ონლაინის ყოფილმა ხელმძღვანელმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ვერც ის განმარტა რატომ ან რისთვის დასჭირდა მას დღევანდელი ვრცელი განმარტებების გაკეთება, თუ ის კომპანიის დაბრუნებას არ აპირებს. ეს მაშინ როდესაც პრესკონფერენციის განმავლობაში სანადირაძე ირწმუნებოდა, რომ კომპანიის 50%-ანი წილი ყოველგვარი იურიდიული სტანდარტების დაცვით გაასხვისა. ამტკიცებდა იმასაც, რომ ის ახალ მფლობელებთან არანაირი სამართლებრივი დავის დაწყებას არ აპირებს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გადახვეწილი ბიზნესმენები ახალი მთავრობის პირობებში გაურკვეველი ბრალდებებით და უსაფუძვლო ეჭვებით საფუძვლიანად და კანონიერი გზით გასხვისებული ქონების დასაბრუნებლად სამართლებრივ დავას იწყებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები