საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებენ
2012-10-24 14:09:30
ჩამოტვირთვა
"საქართველოს რკინიგზის" თანამშრომლები ორსაათიან გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებენ. თბილისში სატვირთო მატარებლების მოძრაობა შეწყდება, სამტრედიაში კი – სამგზავრო შემადგენლობებისაც.
როგორც რკინიგზის თანამშრომლებისა და ხელმძღვანელობის შეხვედრის შემდეგ პროფკავშირების ხელმღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, დღეს დილით გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, ამდენად გაფიცვის გადაწყვეტილება ძალაშია, თუმცა ჯერჯერობით ეს მხოლოდ გამაფრთხილებელი აქცია იქნება და მისი დასრულების შემდეგ რკინიგზის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები განახლდება.
მისივე თქმით, რკინიგზის ხელმძღვანელობის მხრიდან გარკვეული წინადადებები გაჟღერდა, თუმცა რკინიგზელებისთვის ისინი დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა. ისინი ხელფასების მომატებას, შრომის პირობების გაუმჯობესებას, პროფკავშირული აქტიურობის გამო დასჯილი თანამშრომლების უფლებების დაცვასა და ზეგანაკვეთური ანაზღაურებისა და საპრემიო სისტემების სამართლიან ჩარჩოებში მოქცევას ითხოვენ.
კომენტარები