0 2 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"დინამოს" ხელმძღვანელობა მერაბ ჟორდანიას განცხადებას ელოდება

ჩამოტვირთვა

საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობა ყოფილი მფლობელების მხრიდან კლუბის დაბრუნების მიზნით ბრძოლის შესაძლო დაწყებაზე ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კლუბის პრესსამსახურში განუცხადეს, ხელმძღვანელობა დაელოდება მერაბ ჟორდანიას მხრიდან ოფიციალურ განცხადებას, ან პრესკონფერენციის ჩატარებას და მას შემდეგ გააკეთებს განცხადებას. თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია ჰოლანდიიდან საქართველოში ჩამოვიდა. როგორც გაზეთი "ლელო" იუწყება, ჟორდანიას ჩამოსვლის შესახებ ცნობილი წუხელ გახდა. ჟორდანია ჩამოსვლისთანავე შეხვდა და ესაუბრა "დინამოს" ყოფილ მფლობელებს. "ლელოს" ცნობით, სპეციალური განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით, სავარაუდოდ დღეს გაკეთდება. როგორც ცნობილია ჟორდანია კლუბის დაბრუნებისთვის ბრძოლას იწყებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები